

სსიპ -გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალის საჯარო სკოლა ქიმიის მასწავლებლის ვაკანსიას აცხადებს, რომელიც კვირაში 6-საათიან სამუშაო გრაფიკს გულისხმობს და გაკვეთილების ჩატარებას VIII, IX, X კლასების მოსწავლეებისთვის ითვალისწინებს. გამოქვეყნებულ განცხადებაში გამოხმაურების ბოლო თარიღად 30 სექტემბერია მითითებული.
კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს მასწავლებლის პროფესიული სტანდარტით დადგენილ მოთხოვნებს, ამასთან უნდა ჰქონდეს ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისი საგნის ან განათლების მიმართულებაში შემავალი დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი და 2023 წლის ჩათვლით იყოს სერტიფიცირებული (მინიმუმ უფროსი მასწავლებლის წოდებით).
განცხადებების მიღება წარმოებს ელექტრონულად, ვებ გვერდის: pedagogi. ge (teacherjobs. ge)-ის მეშვეობით.
2016 წლის რიო-დე ჟანეიროს ოლიმპიური თამაშების, ევროპის სამგზის და მსოფლიოს ჩემპიონმა, გორელმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა, ამერიკული პროფესიული ჭიდაობის ორგანიზაცია RAF-ში (Real American Freestyle) მეორე ბრძოლა ჩაატარა და პირველი გამარჯვება მოიპოვა.