

ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები პირის რეგისტრაცია პორტალზე - MY.GOV.GE-ზეა შესაძლებელი.
როგორც ციფრული მმართველობის სააგენტოში განმარტავენ, აფხაზეთის ან ცხინვალის რეგიონში ლეგიტიმურად მცხოვრებ ნებისმიერი ასაკის პირს, რომელიც არ ფლობდა/არ ფლობს საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტს, ან არ აქვს გავლილი რეგისტრაცია როგორც საქართველოს მოქალაქეს, უფლება აქვს გაიაროს რეგისტრაცია ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, რის საფუძველზეც მიენიჭება პირადი ნომერი.
რეგისტრაციისთვის განაცხადის გაკეთება კი შესაძლებელია ონლაინ, ელექტრონული სერვისების ერთიანი პორტალის - my.gov.ge საშუალებით.
2016 წლის რიო-დე ჟანეიროს ოლიმპიური თამაშების, ევროპის სამგზის და მსოფლიოს ჩემპიონმა, გორელმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა, ამერიკული პროფესიული ჭიდაობის ორგანიზაცია RAF-ში (Real American Freestyle) მეორე ბრძოლა ჩაატარა და პირველი გამარჯვება მოიპოვა.