

გორის მუნიციპალიტეტში, საოკუპაციო ხაზის პერიმეტრზე მდებარე სოფელ ბერშუეთის საჯარო სკოლა სრულად რეაბილიტირდა.
საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითრების სააგენტოს ინფორმაციით, საგანმანათლებლო სივრცეების პარალელურად, სკოლაში რეკრეაციული ზონები, ღია და დახურული სპორტული ინფრასტრუქტურა მოეწყო.
სკოლაში, ასევე, საბუნებისმეტყველო და კომპიუტერული ლაბორატორიები, ბიბლიოთეკა, სასადილო, ექიმის კაბინეტი და რესურსოთახი იფუნქციონირებს.
საგანმანათლებლო დაწესებულება სპეციალური საჭიროებების მქონე პირთათვის სრულად ადაპტირდა.
ბერშუეთის საჯარო სკოლა 330 მოსწავლეზეა გათვლილი.
2016 წლის რიო-დე ჟანეიროს ოლიმპიური თამაშების, ევროპის სამგზის და მსოფლიოს ჩემპიონმა, გორელმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა, ამერიკული პროფესიული ჭიდაობის ორგანიზაცია RAF-ში (Real American Freestyle) მეორე ბრძოლა ჩაატარა და პირველი გამარჯვება მოიპოვა.