

პროექტ „სერტუსის“ (ინგლისური ენის ცოდნის დონის დასადგენი ტესტირება) ფარგლებში, ტესტირებაზე რეგისტრაციის გავლა დღეს, 22 სექტემბერს, 17:00 საათზე სრულდება.
რაც შეეხება განრიგს, მორიგი ტესტირება 24 სექტემბერს, შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში ჩატარდება.
„მონაწილეს შეუძლია ჩააბაროს როგორც მთლიანად ტესტი, ისე მისი ცალკეული ნაწილი/ნაწილები. ერთი ნაწილის ჩაბარების შემთხვევაში (მაგ.: მოსმენა) მონაწილე მიიღებს შესაბამის ცნობას. სერტიფიკატი კი, რომლის მოქმედების ვადაც 3 წელია, ტესტის სრულად (ოთხივე ნაწილის) ჩაბარების შემთხვევაში გაიცემა. მნიშვნელოვანია, რომ გადაბარების 6-თვიანი მოცდის პერიოდი ერთ თვემდე შემცირდა“, - აცხადებენ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში.
მსურველებს, აღნიშნულთან დაკავშირებით, დეტალური ინფორმაციის ნახვა შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე შეუძლიათ.
2016 წლის რიო-დე ჟანეიროს ოლიმპიური თამაშების, ევროპის სამგზის და მსოფლიოს ჩემპიონმა, გორელმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა, ამერიკული პროფესიული ჭიდაობის ორგანიზაცია RAF-ში (Real American Freestyle) მეორე ბრძოლა ჩაატარა და პირველი გამარჯვება მოიპოვა.