ვანო მურადელის სახელობის გორის სამუსიკო სკოლა 2025-2026 სასწავლო წლისთვის მოსწავლეთა მიღებას აცხადებს.
მოსწავლეები როგორც დაბალ (I-VI კლასი), ასევე, მაღალ (VII –XII კლასი) საფეხურებზე მიიღებიან.
გორის მუნიციპალიტეტის კულტურის სააგენტოს ინფორმაციით, დაბალ საფეხურზე მოსწავლეები მიიღებიან სპეციალობებზე: ფორტეპიანო, ვიოლინო და ფლეიტა. მსურველებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტები: დაბადების მოწმობის ასლი, მშობლების პირადობის მოწმობების ასლები, საჯარო სკოლიდან ცნობა და ორი ფოტოსურათი (3X4).
რაც შეეხება მაღალ საფეხურს, ფორტეპიანოს, ვიოლინოს, ფლეიტის, სოლო სიმღერის და საგუნდო-სადირიჟორო სპეციალობების შესწავლას გულისხმობს. წარმოსადგენი დოკუმენტაცია კი დაბადების მოწმობის ასლს, მშობლების პირადობის მოწმობების ასლებს, სამუსიკო სკოლის დამთავრების მოწმობას, ფონიატრის ცნობას და ორ ფოტოსურათს (3X4) ითვალისწინებს.
დოკუმენტების მიღება 24 სექტემბრის ჩათვლით, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე იწარმოებს. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად მსურველებმა უნდა დარეკონ ტელეფონის ნომრებზე: 0 (370) 27 40 90; 592 77 00 26.