

გორის მუნიციპალიტეტის და რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის თანადაფინანსებით, სოფელ შინდისში სასმელი წყლის სისტემის მოწყობა მიმდინარეობს.
ადგილობრივი თვითმმართველობის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია ჭაბურღილის, საქლორატოროს, სადაწნეო კოშკის, გამანაწილებელი ქსელის მოწყობა. გარდა ამისა, დამონტაჟდება ინდივიდუალური მრიცხველებიც.
„სამუშაოების დასრულების შემდეგ, განახლებული წყალმომარაგების სისტემით სოფელში მცხოვრები 120-მდე ოჯახი ისარგებლებს. შინდისის გარდა, მიმდინარე წელს სასმელი წყლის სისტემების მოწყობა/რეაბილიტაცია კიდევ 9 სოფელში - ერგნეთში, ფლავისმანში, ქვემო არცევში, ფლავში, დიცში, სათემოში აძვში, კოშკასა და ქვეშში მიმდინარეობს“, - აცხადებენ გორის მერიაში.
2016 წლის რიო-დე ჟანეიროს ოლიმპიური თამაშების, ევროპის სამგზის და მსოფლიოს ჩემპიონმა, გორელმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა, ამერიკული პროფესიული ჭიდაობის ორგანიზაცია RAF-ში (Real American Freestyle) მეორე ბრძოლა ჩაატარა და პირველი გამარჯვება მოიპოვა.