

გორის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სააგენტოს თანამშრომლებმა გორის მუნიციპალიტეტის რამდენიმე ლოკაციაზე მოსაცდელი ჯიხურები დაამონტაჟეს.
სააგენტოს ინფორმაციით, ახალი მოსაცდელები გორში - სადგურის დასახლებასა და გვერდწითელის ქუჩაზე, ასევე, სოფელ ოთარშენი დაიდგა.
როგორც უწყებაში აცხადებენ, ახალი მოსაცდელების დამონტაჟებასთან ერთად, სააგენტოს თანამშრომლები მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ახორციელებენ სეზონურ სამუშაოებს, რაც ქალაქის იერსახის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად.