„შიდა ქართლის სპორტული თამაშები 2025“-ის ფარგლებში, გორში მარათონული გარბენი ჩატარდება.
სპორტული აქტივობა 20 სექტემბერს გაიმართება. ღონისძიება ტინისხიდში, სტადიონის მიმდებარე ტერიტორიიდან 11:00 საათზე დაიწყება და, მშვიდობის გამზირის გავლით, „ახალბაღში“ დასრულდება.
მარათონში მონაწილეობა შიდა ქართლის რეგიონში რეგისტრირებულ მოქალაქეებს შეუძლიათ. გარბენში მონაწილეების რეგისტრაცია 10:00-დან დაიწყება (ტინისხიდი, სტადიონის მიმდებარე ტერიტორია).
გამარჯვებულები, როგორც ვაჟებს, ასევე, გოგონებს შორის გამოვლინდებიან და ფულადი პრიზებით (პირველი ადგილი 1500 ლარი, მეორე ადგილი - 1000 ლარი, მესამე - 500 ლარი) დაჯილდოვდებიან.
„შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციის ინიციატივით, „შიდა ქართლის სპორტული თამაშები“ სპორტის ოთხ სახეობაში (მძლეოსნობა, ქართული ჭიდაობა, ფეხბურთი, კალათბურთი) 2022 წლიდან იმართება. აქტივოვობებში რეგიონში მცხოვრები მოყვარული სპორტსმენები მონაწილეობენ. რაც შეეხება მიზანს, სპორტის და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია წარმოადგენს“, - აცხადებენ გორის მერიაში.