17 სექტემბერს პაციენტთა უსაფრთხოების მსოფლიო დღე აღინიშნება. ჯანდაცვის მსოფლიო ასამბლეამ 6 წლის წინ, 2019 წელს დააარსა ეს დღე და მას შემდეგ სხვადასხვა ღონისძიებით აღინიშნება.
თარიღის აღნიშვნის მიზანი, საზოგადოების და მსოფლიოს სხვადასხვა სახელმწიფოს ინფორმირებულობის და ჩართულობის გაზრდა, ასევე, ჯანდაცვის სისტემის პაციენტზე უსაფრთხოდ მორგებაა.
წლევანდელი კამპანიით ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია ყურადღებას ამახვილებს ბავშვებისთვის უსაფრთხო მოვლის უზრუნველყოფის აუცილებლობაზე სლოგანით - „პაციენტის უსაფრთხოება დაბადებიდანვე!“ - რაც ხაზს უსვამს განვითარების და ჯანმრთელობის დაცვის მნიშვნელობას სიცოცხლის ადრეული წლებიდან.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია, პაციენტთა უსაფრთხოების მიზნით, მედიკოსებს მოუწოდებს, დაიცვან რეკომენდაციები.
„დასვით სწორი დიაგნოზი, გაეცით სწორი დანიშნულება, აიცილეთ თავიდან სტაციონარული ინფექცია, გააუმჯობესეთ თანამშრომელთა კომუნიკაცია, მოახდინეთ პაციენტის უსაფრთხოების რისკების იდენტიფიკაცია, გამოიყენეთ მედიკამენტები უსაფრთხოდ, გამოიყენეთ შენობის დაცვის სტანდარტები“, - ჯანმოს შვიდი რეკომენდაციაა, რომელთა განხორციელება პაციენტთა დაცულობას ზრდის.