სსიპ - გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო სობისის საჯარო სკოლაში სპეციალური მასწავლებლის ვაკანსიაა.
ვაკანტურ ადგილზე განცხადების წარმდგენი კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს რომელიმე შემდეგ მოთხოვნას:
მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შედეგად მინიჭებული ჰქონდეს განათლების მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი (ზოგადი განათლების შესაბამისი საფეხურის საგნის/საგნების სწავლების უფლების მითითებით) და გავლილი უნდა ჰქონდეს სპეციალური მასწავლებლის მომზადების მოდული, ან მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში გავლილი უნდა ჰქონდეს სპეციალური მასწავლებლის მომზადების მოდული;
ჰქონდეს, ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი და გავლილი უნდა ჰქონდეს სპეციალური განათლების სამაგისტრო პროგრამა;
ჰქონდეს მასწავლებლობის უფლება უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით, სპეციალურ მასწავლებლად/მასწავლებლად მუშაობის დაწყებიდან 2 წლის ვადაში უნდა გაიაროს სპეციალური მასწავლებლის პროფესიული განვითარების საგანმანათლებლო პროგრამა, ან მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის დისტანციური კურსი და უნდა ჩააბაროს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული შესაბამისი გამოცდა;
დამსაქმებლის განმარტებით, უპირატესობა მიენიჭება პირს, რომელსაც ექნება დადასტურებული კომპეტენცია ინკლუზიური განათლების მიმართულებით (უფროსი სპეც.მასწავლებლის სტატუსი);
გამოცხადებული პოზიცია კვირაში 36-საათიან სამუშაო გრაფიკს მოიცავს და სავარაუდო ხელფასი 470-530 ლარია. მსურველმა განაცხადი ელექტრონულად www. pedagogi. ge (teacherjobs. ge)-ზე, 17 სექტემბრის ჩათვლით უნდა გაგზავნოს.