კონფლიქტები
16.09.2025 12:50
საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ ზემო ხვითის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული ჰამლეტ მარგველაშვილი თავისუფალია

საოკუპაციო ძალების მიერ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ხვითის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული ჰამლეტ მარგველაშვილი თავისუფალია, - აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.

სუს-ის ინფორმაციით, მარგველაშვილი მიმდინარე წლის 8 სექტემბერს უკანონოდ დააკავეს. იგი ამჟამად საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება.

„ვაგრძელებთ აქტიურ მუშაობას ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყველა მოქალაქის გასათავისუფლებლად“, - აღნიშნულია საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კვირის ამბები