საზოგადოება
16.09.2025 10:26
გორის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში 2025-2026 სასწავლო-სააღმზრდელო წელი დაიწყო

გორის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში 2025-2026 სასწავლო-სააღმზრდელო წელი დაიწყო.

გორის მუნიციპალიტეტის მასშტაბით მოქმედ 64 საბავშვო ბაღში მიმდინარე წელს 500-მდე აღსაზრდელი ჩაირიცხა.

„გორის მაცნეს“ ინფორმაციით, საბავშვო ბაღებში თავისუფალი დასწრების რეჟიმი მოქმედებს.

ახალ სასწავლო-სააღმზრდელო წლის დაწყებასთან დაკავშირებით, გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს მეთოდისტები საბავშვო ბაღებს ესტუმრნენ, სამუშაო პროცესს გაეცნენ, პერსონალს და აღსაზრდელებს წარმატებული სასწავლო წელი უსურვეს.

შეგახსენებთ, 2025-2026 სასწავლო წელს სააღმზრდელო პროცესი 62 საბავშვო ბაღში დაიწყო, ხოლო ტირძნისის და შინდისის საბავშვო ბაღებში შენობების სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

კვირის ამბები