

2025 წლის იანვარი-აგვისტოს მონაცემებით, ექსპორტი 6.7%-ით გაიზარდა და რეკორდულ ოდენობას 4.4 მლრდ. აშშ. დოლარს გაუტოლდა, - ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ინფორმაციით, მიმდინარე წლის იგივე საანგარიშო პერიოდში, სავაჭრო ბრუნვა 8.8%-ით - 16.3 მლრდ. აშშ. დოლარამდე გაიზარდა, რაც ექსპორტის მსგავსად, ასევე, რეკორდული მოცულობაა.
ცნობისთვის, გასულ 2024 წელს ექსპორტის და სავაჭრო ბრუნვის რეკორდული მოცულობა დაფიქსირდა. 2024 წელს ექსპორტი 7.8 პროცენტით გაიზარდა და 6.6 მილიარდი აშშ. დოლარი შეადგინა, ხოლო სავაჭრო ბრუნვა 8.1 პროცენტით გაიზარდა და 23.4 მილიარდ აშშ. დოლარს გაუტოლდა.
2016 წლის რიო-დე ჟანეიროს ოლიმპიური თამაშების, ევროპის სამგზის და მსოფლიოს ჩემპიონმა, გორელმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა, ამერიკული პროფესიული ჭიდაობის ორგანიზაცია RAF-ში (Real American Freestyle) მეორე ბრძოლა ჩაატარა და პირველი გამარჯვება მოიპოვა.