

გორის მუნიციპალიტეტში 1470 პირველკლასელი მივიდა სკოლაში, - ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრი ავრცელებს.
რესურსცენტრის ინფორმაციით, 2025-2026 სასწავლო წელს 1470 პირველკლასელიდან, 1358-მა საჯარო სკოლაში დაიწყო სწავლა.
„გორისა და გორის მუნიციპალიტეტის 67 საჯარო და 4 კერძო სკოლაში 20 174, აქედან 19066 საჯარო და 1108 კერძო სკოლის მოსწავლემ დაიწყო სწავლა.
მოსწავლეებს საჯარო და კერძო სკოლების 2928 თანამშრომელი მოემსახურება. მათ, შორის, საჯარო სკოლის - 2614 თანამშრომელი. აქედან - 1886 მასწავლებელი.
საჯარო სკოლის ყველა პირველკლასელ მოსწავლეს საჩუქრად პორტაბელური კომპიუტერი გადაეცემა და საჯარო სკოლის ყველა მოსწავლე უზრუნველყოფილი იქნება სახელმძღვანელოებით.
კვლავ განხორციელდება შესაბამისი საჯარო სკოლების მოსწავლეთა ტრანსპორტით უზრუნველყოფის პროგრამა“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
2016 წლის რიო-დე ჟანეიროს ოლიმპიური თამაშების, ევროპის სამგზის და მსოფლიოს ჩემპიონმა, გორელმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა, ამერიკული პროფესიული ჭიდაობის ორგანიზაცია RAF-ში (Real American Freestyle) მეორე ბრძოლა ჩაატარა და პირველი გამარჯვება მოიპოვა.