სპორტი
15.09.2025 13:50
მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მომდევნო ორ მატჩს საქართველოს ნაკრები ოქტომბერში გამართავს - ბილეთების გაყიდვა 16 და 17 სექტემბერს დაიწყება

მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მომდევნო ორ მატჩს საქართველოს ნაკრები ოქტომბერში გამართავს.

11 ოქტომბერს, ესპანეთის ნაკრებს (ქალაქი ელჩე), ხოლო 14 ოქტომბერს, ქალაქ იზმითში თურქეთის ნაკრებს დაუპირისპირდება.

საქართველოს ნაკრების გულშემატკივრებისთვის ესპანეთი-საქართველოს თამაშზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა ხვალ, 16 სექტემბერს, 12:00 საათზე დაიწყება. ბილეთის ფასი 115 ლარია და სტუმარი გუნდის სექტორშია განლაგებული (Away Sector – Visitante).

რაც შეეხება თურქეთი-საქართველოს მატჩზე დასასწრებ ბილეთებს, რეალიზაცია 17 სექტემბერს 12:00 საათზე დაიწყება. ბილეთის ფასი 85 ლარია და განლაგებულია სტადიონის 316A, 316B და 317 სექტორებში.

ორივე თამაშზე დასაწრები ბილეთების შეძენა მსურველებს ონლაინ: BILETEBI . GE-ზე შეუძლიათ.

ბილეთების შეძენისას თითოეული ბილეთის მფლობელზე სავალდებულოა შემდეგი ინფორმაციის მითითება: პასპორტის ნომერი, ტელეფონის ნომერი, ელ.ფოსტის მისამართი, სახელი და გვარი ლათინურად აუცილებელია, რომ ბილეთის შეძენისას მითითებული ინფორმაცია სრულად შეესაბამებოდეს ბილეთის მფლობელის მონაცემებს. ერთ მომხმარებელს მაქსიმუმ ორი ბილეთის შეძენა შეუძლია.

„ესპანეთი-საქართველოს თამაშზე დასასწრებად შეძენილი ბილეთების მისაღებად: საჭიროა ტელეფონში გქონდეთ ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის ბილეთების აპლიკაცია RFEF Tickets (IOS/Android) აპლიკაციაში უნდა დარეგისტრირდეთ ელ.ფოსტით, რომელსაც biletebi .ge-ზე ბილეთების შეძენის დროს მიუთითებთ. შეძენილ ბილეთს მომხმარებელი ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის ბილეთების აპლიკაციაში მატჩამდე ერთი კვირის განმავლობაში მიიღებს. სტადიონზე შესვლისას აუცილებელია წარადგინოთ აპლიკაციაში მიღებული ელექტრონული ბილეთი და პირადობის დამადასტურებელი საბუთი. რაც შეეხება თურქეთი-საქართველოს თამაშზე დასწრების მსურველებს, შეძენილ ბილეთებს მიიღებთ biletebi.ge-ზე მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე, მატჩამდე ორი დღით ადრე. სტადიონზე შესვლისას აუცილებელია წარადგინოთ ელექტრონული ფოსტით მიღებული ბილეთი და თან იქონიოთ პირადობის დამადასტურებელი საბუთი“, - აღნიშნულია ინფორმაციაში, რომელსაც საქართველოს ეროვნული ნაკრების ადმინისტრაცია ავრცელებს.

კვირის ამბები