

ამ წუთებში, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა მიმდინარეობს. დღის წესრიგის თანახმად 14 საკითხი იყო განსახილველი, აღნიშნულ საკითხებს დაემატა საკრებულოს თავმჯდომარის იმპიჩმენტის საკითხიც.
დავით რაზმაძის იმპიჩმენტის საკითხზე საკრებულოს წევრები პირველ საკითხად იმსჯელებენ.
საკრებულოს თავმჯდომარის იმპიჩმენტის ინიციატივა ოპოზიციური პარტიების - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატებს ეკუთვნით.
შეგახსენებთ, დავით რაზმაძის იმპიჩმენტის საკითხი დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც მისი ინტერვიუ „New York Times“-ში გამოქვეყნდა. ინფორმაციისთვის, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულო 36 წევრითაა დაკომპლექტებული, თავმჯდომარის იმპიჩმენტისთვის 19 წევრის ხმაა საჭირო.
2016 წლის რიო-დე ჟანეიროს ოლიმპიური თამაშების, ევროპის სამგზის და მსოფლიოს ჩემპიონმა, გორელმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა, ამერიკული პროფესიული ჭიდაობის ორგანიზაცია RAF-ში (Real American Freestyle) მეორე ბრძოლა ჩაატარა და პირველი გამარჯვება მოიპოვა.