კორონავირუსული ინფექციის 13 ახალი შემთხვევა დადასტურდა საქართველოში და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 130-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი, ამ დროის მონაცემებით 26 ერთეულს შეადგენს.
მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე - stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5550 ადამიანი, სტაციონარული მეთვალყურეობის ქვეშ არის 281 პაციენტი.
7-დან 12 სექტემბრის ჩათვლით, ჰაერის ტემპერატურა +20 გრადუსამდე დაიკლებს, მოსალოდნელია პერიოდულად წვიმა და ელჭექი