კორონავირუსული ინფექციის 2 ახალი შემთხვევა დადასტურდა საქართველოში და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 117-მდე გაიზარდა. პარალელურად, გამოჯანმრთელდა კიდევ ერთი, რიგით 23-ე პაციენტი, რომლის მდგომარეობაც, ექიმების შეფასებით, რამდენიმე დღის განმავლობაში კრიტიკულად მძიმე იყო.
მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე - stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ამ დროისთვის, საქართველოში, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5783 ადამიანი, სტაციონარული მეთვალყურეობის ქვეშ არის 301 პაციენტი.