

გორის მუნიციპალიტეტის მერიის კეთილმოწყობის სააგენტომ ტანას ხეობის სოფლებში, დამატებით, ნაგვის ურნები განათავსა.
საყოფაცხოვრებო ნარჩენების შემკრები კონტეინერები ბობნევში, ბიისში, ზემო და ქვემო ბოშურში, ორმოცსა და გაგლოანთუბანში დაიდგა.
როგორც სააგენტოში აცხადებენ, ტანას ხეობის სოფლებში არსებული ნაგავშემკრები კონტეინერების რაოდენობის გაზრდა, მყარი ნარჩენების გატანას და სუფთა გარემოს შექმნას კიდევ უფრო ხელს შეუწყობს.
„კეთილმოწყობის სააგენტოს დასუფთავების სამსახურის თანამშრომლები, ასევე, ყოველდღიურ რეჟიმში ახორციელებენ ქალაქის ქუჩების დაგვას და ნარჩენების გატანას.
პერიოდულად ეწყობა დასუფთავების აქციები - სუფთავდება საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილები, დასასვენებელი სივრცეები, ნაგავშემკრები კონტეინერების მიმდებარე ტერიტორიები და სტიქიურად შექმნილი ნაგავსაყრელები.
სამწუხაროდ, მოქალაქეთა მხრიდან ხშირია სანაგვე ურნების დაწვის ფაქტი, ამიტომ მოვუწოდებთ მოქალაქეებს, გაუფრთხილდნენ გარემოს და იზრუნონ სისუფთავეზე“, - აცხადებენ სააგენტოში.
2016 წლის რიო-დე ჟანეიროს ოლიმპიური თამაშების, ევროპის სამგზის და მსოფლიოს ჩემპიონმა, გორელმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა, ამერიკული პროფესიული ჭიდაობის ორგანიზაცია RAF-ში (Real American Freestyle) მეორე ბრძოლა ჩაატარა და პირველი გამარჯვება მოიპოვა.