

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი, აბიტურიენტების და სტუდენტთა საგრანტო კონკურსის მონაწილეებისთვის აპელაციისას გადახდილი თანხის დაბრუნების თაობაზე ინფორმაციას ავრცელებს.
„ერთიანი ეროვნული გამოცდების და სტუდენტთა საგრანტო კონკურსის მონაწილეებს, რომლებსაც აპელაციის შედეგად შეეცვალათ შეფასება ან უარი თქვეს საპრეტენზიო განაცხადის წარდგენაზე, განცხადების საფუძველზე აპელაციისათვის გადახდილი თანხა უკან დაუბრუნდებათ.
ერთიანი ეროვნული გამოცდების ნაშრომების გასაჩივრებისათვის გადახდილი თანხის დასაბრუნებლად შევსებული განცხადებები მიიღება 29 სექტემბრის 18:00 საათამდე ელექტრონულად სპეციალური პროგრამის გამოყენებით.
თანხა თქვენს მიერ მითითებულ ანგარიშებზე ჩაირიცხება განცხადებების მიღების დასრულებიდან ერთი თვის ვადაში“, - ნათქვამია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
2016 წლის რიო-დე ჟანეიროს ოლიმპიური თამაშების, ევროპის სამგზის და მსოფლიოს ჩემპიონმა, გორელმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა, ამერიკული პროფესიული ჭიდაობის ორგანიზაცია RAF-ში (Real American Freestyle) მეორე ბრძოლა ჩაატარა და პირველი გამარჯვება მოიპოვა.