2025 წლის მსოფლიოს ჩემპიონატს ლივერპული ოთხი სექტემბრიდან უმასპინძლებს.
შეჯიბრზე გორელი მოკრივე ლუკა ნიქაბაძე იასპარეზებს. სპორტსმენი საქართველოს 4-გზის ჩემპიონი და საერთაშორისო ტურნირების არაერთგზის ჩემპიონ-პრიზიორია. რაც შეეხება მსოფლიოს პირველობას, დებიუტანტია და საქართველოს ღირსებას 70 კგ. წონით კატეგორიაში დაიცავს.
შეჯიბრზე შვიდი ქართველი მოკრივე იასპარეზებს.
„გუნდში არიან როგორც გამოცდილი, ასევე, დებიუტანტი სპორტსმენები. თითოეული მათგანი ჩემპიონატისთვის აქტიურად ემზადებოდა. გუნდმა არაერთი შეკრება გაიარა და ვფიქრობ, მოკრივეები შეჯიბრიდან მედლებით დაბრუნდებიან“, - აღნიშნა საქართველოს კრივის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა ბექა ლობჟანიძემ.
მსოფლიოს ჩემპიონატი 14 სექტემბერს დასრულდება.
,,ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ შიდა ქართლის ოთხი მუნიციპალიტეტიდან სამ მუნიციპალიტეტში მოქმედი მერის კანდიდატურა წარადგინა
მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს