

გორში საგზაო ნიშნების და მონიშვნების განახლება მიმდინარეობს.
სამუშაოებს გორის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სააგენტო ახორციელებს.
უწყების ინფორმაციით, ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში, იცვლება დაზიანებული საგზაო ბოძკინტები და მიმდინარეობს ცხაურების აღდგენაც.
სააგენტოს თანამშრომლები საგზაო მოძრაობის რეგულირების და უსაფრთხოების მიზნით, სამუშაოებს სხვადასხვა ლოკაციაზე ატარებენ.