გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის შიდა ქართლის სერვისცენტრს პაატა ივანიშვილი უხელმძღვანელებს.
ახალი რეგიონული მენეჯერი თანამშრომლებს ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ გიორგი კობერიძემ და გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორმა გიორგი შონიამ წარუდგინეს.
როგორც გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში აცხადებენ, შეხვედრაზე ყურადღება მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებაზე გამახვილდა. ახალ მენეჯერს სამინისტროს და კომპანიის ხელმძღვანელი პირებისგან ოპერაციული პროცესების გამართულად მართვა და მოსახლეობისთვის სწრაფი და ეფექტიანი სერვისის უზრუნველყოფა დაევალა.
პაატა ივანიშვილს წყალმომარაგების კომპანიის სხვადასხვა რეგიონულ სერვისცენტრში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. 2019-2021 წლებში კი ივანიშვილი გორის მერის მოადგილის თანამდებობას იკავებდა.
,,ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ შიდა ქართლის ოთხი მუნიციპალიტეტიდან სამ მუნიციპალიტეტში მოქმედი მერის კანდიდატურა წარადგინა
მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს