ინოვაციების ბანაკი - „STEAM SUMMER 2025“ დასრულდა.
ბანაკს ბაკურიანი მასპინძლობდა და პროექტში 15-დან 18 წლამდე მოზარდები მონაწილეობდნენ.
ადგილობრივი თვითმმართველობის ინფორმაციით, გორელ ახალგაზრდებთან ერთად, ბანაკი კასპში, ქარელსა და ხაშურში მცხოვრებ მოზარდებსაც მასპინძლობდა.
„საგანმანათლებლო პროექტის ფარგლებში, ახალგაზრდები 5 დღის განმავლობაში ესწრებოდნენ თემატურ ტრენინგებს. გარდა ამისა, შეიმუშავეს ინოვაციური იდეები, პროექტები და ფართო აუდიტორიის წინაშე წარადგინეს.
პროექტი კასპის ტექნოპარკის ორგანიზებით, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს, გორის, კასპის, ქარელის და ხაშურის მუნიციპალიტეტების თანადაფინანსებით განხორციელდა. ბანაკის მონაწილეები კი კონკურსის საფუძველზე შეირჩნენ. პროექტი გორში მცხოვრები ახალგაზრდების STEAM დარგებით დაინტერესებას ისახავს მიზნად“, - აცხადებენ გორის მერიაში.
,,ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ შიდა ქართლის ოთხი მუნიციპალიტეტიდან სამ მუნიციპალიტეტში მოქმედი მერის კანდიდატურა წარადგინა
მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს