

2025-2026 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის სტუდენტთა მობილობისთვის რეგისტრაცია დაიწყო.
განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის (EMIS) ცნობით, მსურველებს რეგისტრაცია სტუდენტურ პორტალზე: students. emis. ge-ზე შეუძლიათ. პროცესი 9 სექტემბრის 18:00 საათამდე გაგრძელდება.
შედეგების ნახვა კი 12 სექტემბერს მობილობის ელექტრონულ პორტალზე იქნება შესაძლებელი.
2016 წლის რიო-დე ჟანეიროს ოლიმპიური თამაშების, ევროპის სამგზის და მსოფლიოს ჩემპიონმა, გორელმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა, ამერიკული პროფესიული ჭიდაობის ორგანიზაცია RAF-ში (Real American Freestyle) მეორე ბრძოლა ჩაატარა და პირველი გამარჯვება მოიპოვა.