

საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების სპეციალური პროგრამის ფარგლებში, გორსა და გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევში სპორტული ინფრასტრუქტურა მოეწყობა.
პროგრამა საფეხბურთო ტექნიკური ცენტრების და ხელოვნურსაფარიანი სტადიონების აშენებას საქართველოს მასშტაბით 23 მუნიციპალიტეტში ითვალისწინებს.
რაც შეეხება მიზანს, ადგილობრივი თვითმმართველობის ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარება, ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება, მასობრივი და მაღალი მიღწევების სპორტის, ასევე, ბავშვთა სპორტის განვითარების ხელშეწყობა წარმოადგენს.
„მთავრობის განკარგულებების შესაბამისად, რომლებსაც ხელს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აწერს, სამშენებლო სამუშაოების შესყიდვას კანონის მოთხოვნათა შესაბამისად ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი განახორციელებს“, - აღნიშნულია გორის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
2016 წლის რიო-დე ჟანეიროს ოლიმპიური თამაშების, ევროპის სამგზის და მსოფლიოს ჩემპიონმა, გორელმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა, ამერიკული პროფესიული ჭიდაობის ორგანიზაცია RAF-ში (Real American Freestyle) მეორე ბრძოლა ჩაატარა და პირველი გამარჯვება მოიპოვა.