

გორში, ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე, დაზიანებული მოაჯირები შეკეთდა.
კეთილმოწყობის სააგენტოს თანამშრომლებმა, გამწვანებული ზოლების ირგვლივ დამონტაჟებული ლითონის დეკორატიული ღობის აღსადგენად, შედუღების სამუშაოები რამდენიმე მონაკვეთზე განახორციელეს.
როგორც სააგენტოში აღნიშნავენ, ზაფხულის სეზონის განმავლობაში, კეთილმოწყობის სააგენტო მსგავსი სახის სამუშაოებს უწყვეტ რეჟიმში ახორციელებს.
სპორტულ მოედნებსა და სკვერებში მიმდინარეობს დაზიანებული ინვენტარის შეკეთება და ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია. მწვანე ნარგავების მოვლა-პატრონობის მიზნით კი სკვერებსა და სხვა გამწვანებულ სივრცეებში, ირწყვება ნარგავები, ითიბება ბალახი, მიმდინარეობს მრავალწლიანი ხმელი და ნახევრადხმელი ხეების ჭრა-გადაბელვა და დეკორატიული ბუჩქების სხვლა-ფორმირება.
2016 წლის რიო-დე ჟანეიროს ოლიმპიური თამაშების, ევროპის სამგზის და მსოფლიოს ჩემპიონმა, გორელმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა, ამერიკული პროფესიული ჭიდაობის ორგანიზაცია RAF-ში (Real American Freestyle) მეორე ბრძოლა ჩაატარა და პირველი გამარჯვება მოიპოვა.