საზოგადოება
22.08.2025 12:41
გორის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში აღსაზრდელთა განმეორებითი რეგისტრაცია დღეს დასრულდება

გორის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში აღსაზრდელთა განმეორებითი რეგისტრაცია  დღეს, 22 აგვისტოს დასრულდება.

როგორც „გორის მაცნეს“ სკოლამდელი აღზრდის სააგენტოში განუცხადეს,  რეგისტრაციის გასავლელად აღსაზრდელთა მშობლებმა/მეურვეებმა შესაბამისი განაცხადით სააგენტოს (სტალინის 16) 17:30 საათამდე უნდა მიმართონ.

„დარეგისტრირება შესაძლებელი იქნება მხოლოდ იმ ბაღებში, სადაც ვაკანტური ადგილებია დარჩენილი. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას კი დაინტერესებული პირები სააგენტოში მიიღებენ.  ამასთან, მსურველებმა თან უნდა იქონიონ შემდეგი დოკუმენტები: ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი; ბავშვის ჯანმრთელობის ცნობა; ორი ფოტოსურათი (3X4); მშობლის (კანონიერი წარმომადგენლის) პირადობის მოწმობის ასლი და არსებობის შემთხვევაში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვის შემთხვევაში ფორმა N100 და სამედიცინო დაწესებულებიდან გაცემული შეფასების რეკომენდაცია“, - აცხადებენ სააგენტოში.

კვირის ამბები