

გორში, სპორტულ მოედნებსა და სკვერებში დაზიანებული ინვენტარის შეკეთება-აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს.
კეთილმოწყობის სააგენტოს თანამშრომლები, მოედნებზე, ასევე, აახლებენ დაზიანებულ მავთულბადეებსაც.
როგორც სააგენტოში აღნიშნავენ, ზაფხულის სეზონის განმავლობაში, კეთილმოწყობის სააგენტო მსგავსი სახის სამუშაოებს უწყვეტ რეჟიმში ახორციელებს.
მაღალი ტემპერატურის გათვალისწინებით, სკვერებსა და სხვა გამწვანებულ სივრცეებში, ირწყვება ნარგავები, ითიბება ბალახი, მიმდინარეობს მრავალწლიანი ხმელი და ნახევრადხმელი ხეების ჭრა-გადაბელვა და დეკორატიული ბუჩქების სხვლა-ფორმირება.
2016 წლის რიო-დე ჟანეიროს ოლიმპიური თამაშების, ევროპის სამგზის და მსოფლიოს ჩემპიონმა, გორელმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა, ამერიკული პროფესიული ჭიდაობის ორგანიზაცია RAF-ში (Real American Freestyle) მეორე ბრძოლა ჩაატარა და პირველი გამარჯვება მოიპოვა.