კულტურა
21.08.2025 12:35
აჩიკო მეფარიძე და რუსა მორჩილაძე გორში კონცერტს გამართავენ

 „მუსიკალური ზაფხული 2025“-ის ფარგლებში, გორში მორიგი კონცერტი გაიმართება.

 24 აგვისტოს გორელი მსმენელისთვის აჩიკო მეფარიძე და რუსა მორჩილაძე იმღერებენ. კონცერტი ღია ცის ქვეშ, სტალინის სახლ-მუზეუმის სკვერში, შადრევანთანაა დაგეგმილი.

მუსიკალური ღონისძიება 20:00 საათზე დაიწყება.

ორგანიზატორების ინფორმაციით, საღამოზე დასწრება თავისუფალია.

 

 

კვირის ამბები