

გორის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სააგენტოს თანამშრომლებმა რეკრეაციულ სივრცეებში შადრევნების აუზების გაწმენდითი სამუშაოები განახორციელეს.
როგორც სააგენტოში აღნიშნეს, ზაფხულის განმავლობაში შადრევნების აუზები პერიოდულად ირეცხება. ამჯერად კი, სტალინის სახლ-მუზეუმის სკვერის მთავარი და კასკადური შადრევნები, ასევე, შიოს წყაროსთან არსებული აუზები დაასუფთავეს.
„სეზონური სამუშაოების ფარგლებში, შადრევნების აუზების გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს. პარალელურად, აღნიშნულ სკვერებში განახლდა დაზიანებული სკამებიც. სამწუხაროდ, დასასვენებელ სივრცეებში ინფრასტრუქტურის დაზიანების ფაქტები ხშირად ფიქსირდება. ამიტომ, მოქალაქეებს მოვუწოდებთ, გავუფრთხილდეთ საერთო ქონებას და ვიზრუნოთ გარემოზე“, - აღნიშნეს კეთილმოწყობის სააგენტოში.2016 წლის რიო-დე ჟანეიროს ოლიმპიური თამაშების, ევროპის სამგზის და მსოფლიოს ჩემპიონმა, გორელმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა, ამერიკული პროფესიული ჭიდაობის ორგანიზაცია RAF-ში (Real American Freestyle) მეორე ბრძოლა ჩაატარა და პირველი გამარჯვება მოიპოვა.