

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მომდევნო ათი დღის განმავლობაში, გორის მუნიციპალიტეტში კვლავ შენარჩუნდება მაღალი ტემპერატურა.
რაც შეეხება ამინდის დეტალურ პროგნოზს, სინოპტიკოსების ცნობით, 20 აგვისტოს ნავარაუდევია მზიანი ამინდი, ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა კი დღის საათებში +33 გრადუსს მიაღწევს.
პერიოდულად ღრუბლიანობაა მოსალოდნელი გორის მუნიციპალიტეტში 21 აგვისტოს, სინოპტიკოსების ვარაუდით, დილის საათებში გარკვეულ ლოკაციებზე მოსალოდნელია მცირე წვიმა, ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა კი +27 გრადუსს მიაღწევს.
მომდევნო დღეებში, 28 აგვისტოს ჩათვლით, მოსალოდნელია ტემპერატურის მატება და უღრუბლო ამინდი. აღნიშნულ დღეებში ჰაერის ტემპერატურა გორში +32-35 გრადუსამდე დაფიქსირდება. გამონაკლისია მხოლოდ 26 აგვისტო, როცა ჰაერი მხოლოდ 27 გრადუსამდე გათბება, დილის საათებში, მუნიციპალიტეტის ზოგიერთ მონაკვეთებზე მცირე წვიმაა მოსალოდნელი.
2016 წლის რიო-დე ჟანეიროს ოლიმპიური თამაშების, ევროპის სამგზის და მსოფლიოს ჩემპიონმა, გორელმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა, ამერიკული პროფესიული ჭიდაობის ორგანიზაცია RAF-ში (Real American Freestyle) მეორე ბრძოლა ჩაატარა და პირველი გამარჯვება მოიპოვა.