საზოგადოება
19.08.2025 15:31
სააგენტოს - „აწარმოე საქართველოში“ - პროგრამებში ცვლილებებია

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ პროგრამებში ცვლილებები შედის, რომლის ფარგლებშიც მეწარმეებისთვის მხარდაჭერის შესაძლებლობები გაფართოვდება.

როგორც უწყებაში აცხადებენ, უნივერსალურ ინდუსტრიულ ნაწილში ცვლილებები შეეხო სესხის და ლიზინგის პროცენტის თანადაფინანსებას და 2 პროცენტული მაჩვენებლით გაიზარდა. აღნიშნული ცვლილებები კი 1-ლი სექტემბრიდან შევა ძალაში.

„თანადაფინანსებასთან ერთად, ბენეფიციარებს შეუძლიათ ისარგებლონ ახალი საგრანტო კომპონენტებით: მაღალმთიანი, აგროტურისტული, მწვანე, გაციფრულების, კვლევა და განვითარების (R&D) მიმართულებებით. ამასთან, ქალი მეწარმეებისთვის ჩამოთვლილ ყველა კომპონენტში გრანტის ოდენობა იზრდება.

ცვლილებები განხორციელდა მიკრომეწარმეობის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამაშიც, რომელსაც ახალი ეკონომიკური საქმიანობები ემატება, მათ შორის: კვების პროდუქტების წარმოება, სპეციალიზებული სამშენებლო სამუშაოების რამდენიმე კატეგორია და სხვა ერთწლიანი კულტურების მოყვანა“, - აცხადებენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში.
კვირის ამბები