

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ სათემოში სასმელი წყლის სისტემის მოწყობა მიმდინარეობს.
ადგილობრივი თვითმმართველობის ინფორმაციით, სამუშაოები გორის მუნიციპალიტეტის და რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის თანადაფინანსებით ხორციელდება.
რაც შეეხება შესასრულებელი სამუშაოების ჩამონათვალს, პროექტის მიხედვით მოეწყობა ჭაბურღილები, საქლორატოროები, სადაწნეო კოშკი, გამანაწილებელი ქსელი, სანიტარული ღობე და ინდივიდუალური მრიცხველები დამონტაჟდება.
„სამუშაოების დასრულების შემდეგ, სოფელში მცხოვრები 200-ზე მეტი ოჯახი განახლებული წყალმომარაგების სისტემით ისარგებლებს.
სათემოს გარდა, მიმდინარე წელს სასმელი წყლის სისტემების მოწყობა/რეაბილიტაცია კიდევ 9 სოფელში - შინდისში, ერგნეთში, ფლავისმანში, ქვემო არცევში, ფლავში, დიცში, აძვში, კოშკასა და ქვეშში მიმდინარეობს“, - აცხადებენ გორის მერიაში.
2016 წლის რიო-დე ჟანეიროს ოლიმპიური თამაშების, ევროპის სამგზის და მსოფლიოს ჩემპიონმა, გორელმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა, ამერიკული პროფესიული ჭიდაობის ორგანიზაცია RAF-ში (Real American Freestyle) მეორე ბრძოლა ჩაატარა და პირველი გამარჯვება მოიპოვა.