

თავისუფალი სტილით მოჭიდავემ კონსტანტინე პეტრიაშვილმა ახალგაზრდებს შორის მსოფლიოს ჩემპიონატის ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
გორელმა სპორტსმენმა ნახევარფინალში შეხვედრა დათმო, ბრინჯაოს მედლისთვის ჭიდილში კი თურქ იბრაჰიმ ბენეკლის 8:3 სძლია და მედალს დაეუფლა.
კონსტანტინე პეტრიაშვილი, რომელიც 92 კგ. წონით კატეგორიაში ასპარეზობდა, გორის ნუგზარ სხირელის სახელობის ჭიდაობის სკოლის წარმომადგენელია. მისი მწვრთნელი არჩილ ბარამიძეა.
შეგახსენებთ, გორელი სპორტსმენი 15 წლამდელებს, 17 წლამდელებს და 20 წლამდელებს შორის ევროპის ჩემპიონია, 17 წლამდელებში, ასევე, მოგებული აქვს მსოფლიოს ჩემპიონატი.
მსოფლიოს ჩემპიონატს ბულგარეთის ქალაქი სამოკოვი მასპინძლობს.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 6 მაისს, გორში, მთელი დღის განმავლობაში შენარჩუნდება ღრუბლიანობა და პერიოდულად მცირე ნალექი
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ბიურო იმუნიზაციის კვირეულს წელს 19-26 აპრილს აღნიშნავს.