

სსიპ - გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევის საჯარო სკოლა ფიზიკის მასწავლებლის პოზიციაზე ვაკანსიას აცხადებს.
ვაკანტური პოზიცია კვირაში 24-საათიან სამუშაო გრაფიკს გულისხმობს და გაკვეთილების ჩატარებას VII, VIII, IX, X, XI, XII კლასების მოსწავლეებისთვის ითვალისწინებს.
კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს მასწავლებლის პროფესიული სტანდარტით დადგენილ მოთხოვნებს. რაც შეეხება სავარუდო ხელფასს, ყოველთვიური ანაზღაურება 500-1000 ლარით განისაზღვრება. მსურველებს განაცხადის გაკეთების ვადა 31 აგვისტოს ეწურებათ.
მასწავლებლობის/მაძიებლობის მსურველმა განაცხადი უნდა გაგზავნოს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: www. pedagogi. ge (teacherjobs. ge) და მასწავლებლობის მსურველად დარეგისტრირდეს.
2016 წლის რიო-დე ჟანეიროს ოლიმპიური თამაშების, ევროპის სამგზის და მსოფლიოს ჩემპიონმა, გორელმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა, ამერიკული პროფესიული ჭიდაობის ორგანიზაცია RAF-ში (Real American Freestyle) მეორე ბრძოლა ჩაატარა და პირველი გამარჯვება მოიპოვა.