გორის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი კონსტანტინე ბუზალაძე სოფელ კვარხეთის მოსახლეობას შეხვდა.
ადგილობრივი თვითმმართველობის ინფორმაციით, შეხვედრის მთავარი თემა სოფელში სასმელი წყლის ნაკლებობა იყო.
კონსტანტინე ბუზალაძემ მოსახლეობას აუხსნა, რომ უახლოეს დღეებში, კვარხეთში წყალმომარაგების სისტემის გაუმჯობესების მიზნით, ტენდერი გამოცხადდება და სამუშაოების დასრულების შემდეგ, მოსახლეობას გაუმჯობესებული წყალმომარაგება ექნება.
რაც შეეხება პროექტს, სრულად განახლდება სოფელში არსებული ჭაბურღილი, მოეწყობა ახალი მაგისტრალური მილსადენი და დამონტაჟდება წყლის ახალი რეზერვუარი.
შეხვედრაზე მერის მოვალეობის შემსრულებელმა კვარხეთის მოსახლეობას, ასევე, ამხანაგობის თანადაფინანსების პროგრამა გააცნო, რომლის ფარგლებშიც აქვთ შესაძლებლობა, სრულად მოახდინონ მრავალბინიანი კორპუსების სახურავების რეაბილიტაცია. მერია კი უზრუნველყოფს პროექტის ღირებულების 90 %-ის დაფინანსებას.