

გორის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში აღსაზრდელთა განმეორებითი რეგისტრაცია დღეიდან, 18 აგვისტოდან დაიწყო და 22 აგვისტოს ჩათვლით გაგრძელდება.
როგორც „გორის მაცნეს“ სკოლამდელი აღზრდის სააგენტოში განუცხადეს, რეგისტრაციის გასავლელად აღსაზრდელთა მშობლებმა/მეურვეებმა შესაბამისი განაცხადით სააგენტოს (სტალინის 16) უნდა მიმართონ.
„დარეგისტრირება შესაძლებელი იქნება მხოლოდ იმ ბაღებში, სადაც ვაკანტური ადგილებია დარჩენილი. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას კი დაინტერესებული პირები სააგენტოში მიიღებენ. ამასთან, მსურველებმა თან უნდა იქონიონ შემდეგი დოკუმენტები: ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი; ბავშვის ჯანმრთელობის ცნობა; ორი ფოტოსურათი (3X4); მშობლის (კანონიერი წარმომადგენლის) პირადობის მოწმობის ასლი და არსებობის შემთხვევაში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვის შემთხვევაში ფორმა N100 და სამედიცინო დაწესებულებიდან გაცემული შეფასების რეკომენდაცია“, - აცხადებენ სააგენტოში.
2016 წლის რიო-დე ჟანეიროს ოლიმპიური თამაშების, ევროპის სამგზის და მსოფლიოს ჩემპიონმა, გორელმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა, ამერიკული პროფესიული ჭიდაობის ორგანიზაცია RAF-ში (Real American Freestyle) მეორე ბრძოლა ჩაატარა და პირველი გამარჯვება მოიპოვა.