საერთო სამაგისტრო გამოცდის ოთხივე ნაწილის (წაკითხულის გააზრება, ანალიტიკური წერა, ლოგიკური მსჯელობა, რაოდენობრივი მსჯელობა) პირველადი შედეგები გამოქვეყნდა.
როგორც გამოცდების ეროვნულ ცენტრში აცხადებენ, შედეგის სანახავად სისტემაში შესვლა შესაძლებელია პირადი ნომრით და საგამოცდო ბარათზე მითითებული ცხრანიშნა საიდენტიფიკაციო კოდით. იმ შემთხვევაში კი თუ აპლიკანტს არ ახსოვს კოდი, უნდა შეხვიდეს საკუთარ სარეგისტრაციო გვერდზე რეგისტრაციის დროს მიღებული ხუთნიშნა პაროლით და თერთმეტნიშნა პირადი ნომრით, შემდეგ კი გახსნას საგამოცდო ბარათი.
„გაითვალისწინეთ, რომ ტესტის 4 ნაწილიდან ნებისმიერ სამში კომპეტენციის მინიმალური ზღვრის გადალახვა საკმარისია იმისათვის, რომ საერთო სამაგისტრო გამოცდა წარმატებით ჩაბარებულად ჩაგეთვალოთ. თუმცა უმაღლეს სასწავლო დაწესებულებას შეუძლია, თავად დაადგინოს ის 3 ნაწილი, რომლებშიც მოითხოვს ბარიერის დაძლევას და სხვ. დეტალები იხილეთ გზამკვლევის ცხრილებში.
იმ შემთხვევაში, თუ გამოსაცდელი არ ეთანხმება მიღებულ შეფასებას, მას შეუძლია მომართოს შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს საპრეტენზიო განაცხადით. ამ თემასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია ცენტრის ოფიციალურ ვებ და ფეისბუკ გვერდებზე გამოქვეყნდება“, - აცხადებენ გამოცდების ეროვნულ ცენტრში.