საზოგადოება
13.08.2025 13:04
აგვისტო ფსორიაზის შესახებ ცნობიერების ამაღლების თვეა

აგვისტო ჯანმრთელობის მსოფლიო კალენდარზე მონიშნულია, როგორც ფსორიაზის შესახებ ცნობიერების ამაღლების თვე.

ფსორიაზი ქრონიკული, ანთებითი ხასიათის დაავადება, რომლის დროსაც ზიანდება კანი, ფრჩხილები და სახსრები.

როგორც მედიკოსები განმარტავენ, დაავადების ეტიოლოგია უცნობია. ის შესაძლოა ნებისმიერი სქესის და ასაკის პაციენტებში გამოვლინდეს. ყველაზე მეტად კი ამ დაავადებაზე სტრესი მოქმედებს. ფსორიაზი არ არის სოკოვანი, ვირუსული ან ბაქტერიული დაავადება და მისი გადაცემა არ ხდება არანაირი კონტაქტით.

„დაავადების განვითარებაში დიდ როლს თამაშობს გენეტიკური და გარემო ფაქტორები. თუ ერთი მშობელი დაავადებულია ფსორიაზით, ბავშვს აქვს 10%-იანი შანსი, რომ, ასევე, დაავადდეს ფსორიაზით. თუ ორივე მშობელს აქვს ფსორიაზი, ამ შემთხვევაში ბავშვს დაახლოებით 50%-ით აქვს დაავადების განვითარების შანსი. 

არსებობს ფსორიაზის რამდენიმე ფორმა და მისი დიაგნოსტირება კი ხდება კლინიკური ნიშნებით. დამატებით შემთხვევაში ტრიქოსკოპიულად და დერმატოსკოპიულად, რთულ შემთხვევაში - ბიოფსიით.

ფსორიაზის მკურნალობისას გამოიყენება როგორც მედიკამენტური, ასევე, სხივური თერაპია. დროული დიაგნოსტირება მნიშვნელოვანია გართულებების თავიდან აცილების მიზნით. თვითმკურნალობა დაუშვებელია, აუცილებელია კონსულტაცია გაიაროთ ექიმ დერმატოლოგთან“, - აცხადებენ მედიკოსები.

კვირის ამბები