ახალგაზრდობის სააგენტო საგრანტო კონკურსს – „ახალგაზრდული ორგანიზაციების გაძლიერება“ აცხადებს
კონკურსი საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინიციატივით ცხადდება. მიზანს კი ახალგაზრდების და ახალგაზრდული ორგანიზაციების ხელშეწყობა წარმოადგენს, რაც არაფორმალური განათლების გზით, ორგანიზაციულ გაძლიერებას გულისხმობს.
საგრანტო კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს ნებისმიერ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს - ახალგაზრდულ ორგანიზაციას, რომლის საქმიანობის სფეროს წარმოადგენს ახალგაზრდების განვითარებასთან დაკავშირებული საკითხები.
კონკურსის საერთო ბიუჯეტი 400 000 ლარია. მაქსიმალური თანხის მოცულობა კი, რომლის მოთხოვნაც შესაძლებელია ერთი საგრანტო პროექტის დასაფინანსებლად 50 000 ლარს შეადგენს.
საკონკურსო განაცხადები 2025 წლის 31 აგვისტოს ჩათვლით, ელექტრონულ ფოსტაზე - grants-1@youthagency. gov. ge მიიღება.
დაინტერესებულ პირებს საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დეტალური ინფორმაციის გაცნობა შეუძლიათ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე: mes. gov. ge.