

სამხედრო მედიცინის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე დავით კუპატაძე, საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე გენერალ-მაიორი ირაკლი ჭიჭინაძე და საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე გენერალ-მაიორი ზაზა ჩხაიძე გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალს ესტუმრნენ.
მინისტრის მოადგილემ და თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილეებმა, ჰოსპიტლის ხელმძღვანელობასთან ერთად, სამხედრო ჰოსპიტლის ტერიტორიაზე მდებარე მემორიალი გვირგვინით შეამკეს და საბრძოლო მოქმედებებში დაღუპული სამხედრო ექიმების ხსოვნას პატივი მიაგეს.
დავით კუპატაძე ჰოსპიტლის ექიმებსაც შეხვდა, პროფესიული დღე მიულოცა და მადლობა გადაუხადა თავდაცვის ძალების ჯანმრთელობის დაცვის მიმართულებით გაწეული სამსახურისთვის.
2016 წლის რიო-დე ჟანეიროს ოლიმპიური თამაშების, ევროპის სამგზის და მსოფლიოს ჩემპიონმა, გორელმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა, ამერიკული პროფესიული ჭიდაობის ორგანიზაცია RAF-ში (Real American Freestyle) მეორე ბრძოლა ჩაატარა და პირველი გამარჯვება მოიპოვა.