შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა სიმონ გულედანმა, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, პატივი მიაგო 2008 წლის 11 აგვისტოს სოფელ შინდისთან გმირულად დაღუპული ქართველი სამხედროების ხსოვნას.
„დღეს პატივი მივაგეთ შინდისის გმირებს რომლებიც 17 წლის წინ რუსეთ-საქართველოს ომში დაიღუპნენ. ჩვენი ქვეყნის უახლოეს ისტორიაში ეს მოვლენა ყველაზე ტრაგიკული მოვლენაა.
2008 წლის აგვისტოს ომის დროს დაიღუპნენ ახალგაზრდები, ჩვენმა მოქალაქეებმა დაკარგეს სახლები, დავკარგთ ტერიტორიები... დარწმუნებული ვარ და მჯერა, რომ ჩვენი ქვეყანა მშვიდობიანი გზით დაიბრუნებს ამ დაკარგულ ტერიტორიებს, გამთლიანდება.
კიდევ ერთხელ ქედს ვიხრი ომში დაღუპული ჩვენი სამხედროების, პოლიციელების და მშვიდობიანი მოსახლეობის ხსოვნის წინაშე, ვისი სოცოცხლეც ომმა შეიწირა“, - აღნიშნა სიმონ გულედანმა.
7-დან 12 სექტემბრის ჩათვლით, ჰაერის ტემპერატურა +20 გრადუსამდე დაიკლებს, მოსალოდნელია პერიოდულად წვიმა და ელჭექი