საზოგადოება
11.08.2025 16:44
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები კონკურენტულ გარემოში გაიმართება - ირაკლი კობახიძე

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები გაიმართება კონკურენტულ გარემოში, ჩვენ გვაქვს ერთადერთი მიზანი და ამოცანა, ეს არის 64-ვე მუნიციპალიტეტში როგორც მერის, ისე საკრებულოს არჩევნების მოგება, - აღნიშნულის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა.

„თქვენ ხედავთ, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები გაიმართება კონკურენტულ გარემოში. [დარეგისტრირებული] არის რამდენიმე შედარებით მსხვილი ოპოზიციური პარტია, რომელიც არჩევნებში მონაწილეობას იღებს. არიან შედარებით მცირე პარტიები. ჩვენ ვართ მთლიანად კონცენტრირებულები საკუთარ საარჩევნო ამოცანებზე. ჩვენ გვაქვს ერთადერთი მიზანი და ამოცანა, ეს არის 64-ვე მუნიციპალიტეტში როგორც მერის, ისე საკრებულოს არჩევნების მოგება. ხედავთ როგორი სპექტრია, როგორია მათი პოზიციები... ჩვენ ვართ აბსოლუტურად დარწმუნებულები, რომ 64-ვე მუნიციპალიტეტში მოვიგებთ მერისა და საკრებულოს არჩევნებს“, - აღნიშნა პრემიერმა.

ირაკლი კობახიძის თქმით, დედაქალაქის შემთხვევაში, მმართველი გუნდის ამოცანა პირველივე ტურში არჩევნების მოგებაა.

„რა გვარებიც ისმის, იმის გათვალისწინებით, ერთიერთზე რომ ავიღოთ, კახა კალაძე, მინიმუმ, 60%-ს აიღებს თითოეულ მათგანთან მიმართებით. არავითარი შანსი არ აქვს ოპოზიციას. თბილისის შემთხვევაში ჩვენი ამოცანაა პირველივე ტურში არჩევნების მოგება და ვფიქრობ, რომ ეს არის აბსოლუტურად რეალური, ყველაფრის გათვალისწინებით“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე 63 მუნიციპალიტეტში მერობის კანდიდატებს დღეს, 11 აგვისტოს 17:00 საათზე წარადგენს.

 

კვირის ამბები