ვიდრე ასეთი გმირები იარსებებენ, დარწმუნებულები უნდა ვიყოთ, საქართველო ყოველთვის იარსებებს,- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა შინდისის გმირების მემორიალთან განაცხადა.
როგორც მიხეილ ყაველაშვილმა აღნიშნა, ქართველი მოზარდები სწორედ შინდისის გმირების თავდადების მაგალითების საფუძველზე უნდა აღიზარდონ.
„ვიდრე შინდისის გმირების ხსოვნა იარსებებს, დარწმუნებულნი უნდა ვიყოთ, საქართველო ყოველთვის იარსებებს. ასეთი გმირობებით, ამ ადამიანების ქმედებებით გვაქვს გარანტია, რომ საქართველო უკვდავია. მარადიული ხსოვნა ამ მართლაც უვაჟკაცეს გმირებს, რომლებმაც განაცვიფრეს მტერი და მოწინააღმდეგე, იმდენად სამაგალითო გმირობა ჩაიდინეს. ჩვენი მოზარდები სწორედ მათი ქმედების საფუძველზე უნდა აღიზარდონ. ყველას გვაქვს ჩვენი წილი პასუხისმგებლობა. ყველას უნდა გვახსოვდეს ამ ბიჭების გმირობა, რომ მაქსიმალური პატრიოტიზმით მივუდგეთ ჩვენ სამშობლოს, ჩვენს ეროვნულ ინტერესებს. შინდისის გმირების ისტორია არის სამაგალითო, გამაერთიანებელი“, - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.