

გორის მუნიციპალიტეტის სპორტის განვითარებისა და ხელშეწყობის სააგენტოს „სხირელის კლუბის“ სპორტსმენებმა საერთაშორისო ტურნირი თავისუფალ ჭიდაობაში სამი ოქროს მედლით დაასრულეს.
75 კგ. წონით კატეგორიაში ოქროს მედალი დავით ფაცინაშვილმა მოიპოვა, 92 კგ. წონით კატეგორიაში - ანდრო მარგიშვილმა, 97 კგ. წონით კატეგორიაში კი პირველობა მერაბ სულეიმანიშვილმა დაიმსახურა.
საერთაშორისო ტურნირს თავისუფალ ჭიდაობაში რუმინეთმა უმასპინძლა.
ჰაერის ტემპერატურა გორში 14-15 გრადუსია მოსალოდნელი, მუნიციპალიტეტის მაღალი ზონის სოფლებში კი - 9 გრადუსი