

საქართველოს რკინიგზა IOS-ისა და Android-ის მომხმარებლებს ახალ აპლიკაციას - Georgian Railway- ს სთავაზობს.
კომპანიის ინფორმაციით, Georgian Railway უფასო, ქართულ და ინგლისურენოვანი აპლიკაციაა, რომლის ჩამოტვირთვა ნებისმიერ მსურველს შეუძლია.
აპლიკაციის მეშვეობით კი, მომხმარებელს ბილეთების შეძენის გარდა, მაგისტრალური მიმოსვლის მატარებლებში კონკრეტული ადგილების არჩევის საშუალებაც ექნება.