2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულ ჯარისკაცთა მემორიალთან სანთლების აქცია მოეწყო.
შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა სიმონ გულედანმა, გორის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა კონსტანტინე ბუზალაძემ, საკრებულოს თავმჯდომარემ დავით რაზმაძემ და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მემორიალი გვირგვინებით შეამკეს და გარდაცვლილთა ხსოვნას პატივი მიაგეს.
ტრადიციულ ღონისძიებას საზოგადოების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.
„მოგეხსენებათ, 2008 წლის აგვისტო ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ძალიან მძიმე და ტრაგიკულია. ჩვენმა ჯარისკაცებმა გმირულად დადეს თავი ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობის და ერთიანობისთვის. აგრესორთან წინააღმდეგ უთანასწორო ბრძოლაში ქართველმა მებრძოლებმა საკუთარი სიცოცხლე გაწირეს. მემორიალთან შევიკრიბეთ, რათა პატივი მივაგოთ მათ ხსოვნას, ვუთანაგძრნოთ ოჯახის წევრებს და ახლობლებს. მინდა, ჩვენს ქვეყანას ვუსურვო მეტი სიკეთე, კეთილდღეობა, გაერთიანება და მშვიდობიანი გარემო“, - აღნიშნა გორის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა კონსტანტინე ბუზალაძემ.