

გორელმა ნიკოლოზ ბოჭორიშვილმა ციოლკოვსკის ტრადიციულ მემორიალურ ტურნირზე პირველი ადგილი დაიკავა.
სპორტსმენი 57 კგ. წონით კატეგორიაში ასპარეზობდა.
ნიკოლოზ ბოჭორიშვილი ნუგზარ სხირელის სახელობის გორის ჭიდაობის სკოლის წარმომადგენელია. მოჭიდავის მწვრთნელი არკადი ხინჩიკაშვილია.
თავისუფალ ჭიდაობაში გამართული ციოლკოვსკის ტრადიციული მემორიალური ტურნირი პოლონეთში ჩატარდა.