საზოგადოება
07.08.2025 16:00
ფოთი-თბილისი-ფოთის მიმართულებით კვირაში ოთხჯერ საკონტეინერო ბლოკ-მატარებლები იმოძრავებს

საქართველოს რკინიგზა ფოთი-თბილისი-ფოთის მიმართულებით კვირაში ოთხჯერ რეგულარულ საკონტეინერო ბლოკ-მატარებლებს ნიშნავს.

როგორც კომპანიაში აღნიშნავენ, ბლოკ-მატარებლები წინასწარ განსაზღვრული გრაფიკით იმოძრავებენ (ფოთიდან 21:30 საათზე გავა და თბილისში 09:47-ზე ჩავა). შედეგად, ტვირთმფლობელები კონტეინერის პორტიდან თბილისში ჩატანას უმოკლეს დროში, ბლოკ-მატარებელის შევსების მიუხედავად, კონტეინერებით შეძლებენ. ტვირთმფლობელს კონტეინერის გამოგზავნის და ტერმინალში მიწოდების დრო კი წინასწარ ეცოდინება.

„ახალი სერვისი ხელს შეუწყობს ფოთიდან-თბილისში მომავალი და უკან ცარიელი კონტეინერების ტრანსპორტირების გადმორთვას მანქანებიდან რკინიგზაზე, რაც, ერთის მხრივ, სერიოზულად განტვირთავს საავტომობილო გზებს, მეორეს მხრივ კი ნაკლებ ზიანს მიაყენებს გარემოს.

სერვისი არსებითად მნიშვნელოვანია საქართველოს რკინიგზის მომხმარებლისთვის, რადგან საზღვაო ხაზები მომხმარებელს აძლევენ კონკრეტულ ვადას - რა დროშიც უნდა მოხდეს კონტეინერის უკან დაბრუნება, ასევე, გამარტივებული ლოჯისტიკური სერვისი ტვირთმფლობელებისთვის, რომლებიც განსაზღვრულ დროში კონტეინერებს თბილისში და ფოთში შეფერხებების გარეშე მიიღებენ“, - აღნიშნავენ კომპანიაში.

კვირის ამბები